რუბრიკები
კამპანიას „ცოტაC”-ს ზუგდიდი შეუერთდა (ვიდეო)
C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში მრგვალი მაგიდა „ცოტაC” გაიმართა. შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქსენონი“ ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. მას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ C ჰეპატიტის  წინააღმდეგ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები განიხილეს. „ქსენონის“ ხელმძღვანელი ნინო ჯანაშიამ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასა. მისი ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოზით 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს და აღნიშნულ პროგრამას ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. "მთელი მსოფლიო დიდი გულისყურით შემოგვყურებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მოახერხებს თუ არა საქართველო ჰეპატიტის სრულ ელინიმაციას“, - თქვა ნინო ჯანაშიამ. გარდა ამისა, შეხვედრაზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, ასოციაცია „ქსენონთან“ თანამშრომლობისა და საადვოკაციო საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის,  მადლობის სიგელები გადაეცათ. C ჰეპატიტის სამკურნალოდ სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია. უფასო პროგრამაში პირველ ეტაპზე 5000 პაციენტი ჩაერთვება. აქცია “ცოტა C” ზუგდიდის ქუჩებში (ვიდეო)

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას რეგიონების კლინიკებიც დაემატა

ზუგდიდში С ჰეპატიტის თემაზე ტრენინგ-შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

რა უნდა ვიცოდეთ C ჰეპატიტის შესახებ

სწორი სტრატეგია – C ჰეპატიტის ელიმინაციის გარანტი (ვიდეო)

მედიისთვის ზუგდიდში С ჰეპატიტის თემაზე შეხვედრა გაიმართება

C –ჰეპატიტის საერთაშორისო დღე ზუგდიდში აღნიშნეს

“პაციენტის სკოლის” მეორე შეხვედრა “ქსენონში” (ვიდეო)

ასოციაცია “ქსენონი” მედიის წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)

C ჰეპატიტის უფასო პროგრამით 1700 მოქალაქე სარგებლობს

“პაციენტთა სკოლა” – ასოციაცია “ქსენონი” ახალ პროექტს იწყებს (ვიდეო)

C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამას სამეგრელოც უერთდება

 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.