რუბრიკები
აქცია "ცოტა C" ზუგდიდის ქუჩებში (ვიდეო)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2014 წლის 1 მარტს დაიწყო მკურნალობის უფასო პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 2014 წლის 1 ივლისადან შესაძლებელი გახდა ფასდაკლებული პრეპარატების შეძენა. 2015 წლიდან ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატით (სოფოსბუვირით) უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვის. საქართველო შეირჩა ამ ინფექციის ელიმინაციის (ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრის) პროგრამის განსახორციელებლად. პაციენტთა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციები ამ მიზნით კამპანიას –„ცოტაC“ აწყობენ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება და ეხმიანება სახელმწიფოს მიერ გადადგმულ მრავალ ქმედით ნაბიჯს. კამპანია მიზანად ისახავს მხარი დაუჭიროს მკურნალობის პროგრამის პირველი ფაზის განხორციელებას; ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთოს ელიმინაციის გრძელვადიანი პროგრამის შემუშავების პროცესში. ზუგდიდში ღონისძიების ორგანიზატორია ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონი". დღის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: – მრგვალი მაგიდა _ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო – ზემო სვანეთის განყოფილებასთან ერთობლივად. – საინფორმაციო აქცია, რომელიც სტარტს აიღებს ასოციაცია "ქსენონის" ოფისიდან და გაგრძელდება ზუგდიდის ცენტრალური ბულვარსა და განმუხურის სანაპიროზე. აქციაზე, პროგრამით უკვე მოსარგებლე და კანდიდატი პაციენტები, მათ მხარდამჭერებთან ერთად გაავრცელებენ სპეციალურად შემუშავებულ საინფორმაციო მასალას. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ასევე მოეწყობა ფოტო–სესია, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმართ. კამპანიას „ცოტაC”-ს ზუგდიდი შეუერთდა (ვიდეო)

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას რეგიონების კლინიკებიც დაემატა

ზუგდიდში С ჰეპატიტის თემაზე ტრენინგ-შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

რა უნდა ვიცოდეთ C ჰეპატიტის შესახებ

სწორი სტრატეგია – C ჰეპატიტის ელიმინაციის გარანტი (ვიდეო)

მედიისთვის ზუგდიდში С ჰეპატიტის თემაზე შეხვედრა გაიმართება

C –ჰეპატიტის საერთაშორისო დღე ზუგდიდში აღნიშნეს

“პაციენტის სკოლის” მეორე შეხვედრა “ქსენონში” (ვიდეო)

ასოციაცია “ქსენონი” მედიის წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)

C ჰეპატიტის უფასო პროგრამით 1700 მოქალაქე სარგებლობს

“პაციენტთა სკოლა” – ასოციაცია “ქსენონი” ახალ პროექტს იწყებს (ვიდეო)

C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამას სამეგრელოც უერთდება

 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.