თინა ხიდაშელი დღეს სენაკის სამხედრო ბაზას ეწვია (ვიდეო)
17:13 / 28.07.2015
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უწყების მშენებარე ობიექტებზე მომუშავე კომპანიებს მიმართავს და მოუწოდებს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა, კომპანიების მიერ შეიარაღებული ძალებისთვის აშენებული ობიექტების ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი უხარისხოდაა შესრულებული.
"მესამე თვეა, დავდივარ ბაზებზე და, სხვა ყველაფერთან ერთად, ვამოწმებ ინფრასტრუქტურას. პრობლემები არის უზარმაზარი და ამ პრობლემების დიდი ნაწილი გამოწვეულია იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ხშირად გვხვდება ადგილებზე მშენებლობის, თუ რემონტების პროცესში. მინდა, მივმართო ყველა ბიზნესმენს და კომპანიას, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან მუშაობს, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება, რომელსაც იღებენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, რომ ერთის მხრივ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა გამოვიყენოთ, რათა ზარალი ანაზღაურდეს და საბოლოო ჯამში მივიღოთ ის შედეგი, რაზეც თავის დროზე ტენდერი იყო გამოცხადებული. მეორე მხრივ კი, ამ კომპანიებთან დაკავშირებით შევეცდებით, გავატაროთ სანქციები", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის აზრით, კომპანიები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს, როცა ეს საქმე ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შენობების მშენებლობას შეეხება.
"როცა აშენებ ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შენობას, იქნება ეს სასადილო, ყაზარმა, თუ სხვა ტიპის დაწესებულება, გარდა იმისა, რომ პატიოსნად უნდა ეკიდებოდე საკუთარ ნაშრომს, ასევე განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ეკიდებოდე, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ემსახურები. სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავ. ჩვენ ვხედავთ გუშინ და გუშინწინ დამთავრებულ საქმეს, რომელსაც ვერ იბარებს შეიარაღებული ძალები, რადგან აბსოლუტურად უხარისხოა. შესაბამისად, ეს მოსაგვარებელი საკითხია. ყველას მინდა, მივმართო, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საქმეს, რადგან პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა სამუშაოს", - განმარტა თინა ხიდაშელმა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები