ფრანგულმა ბლოგმა Nowhereelse.fr-მა, მომდევნო თაობის iPhone-ის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და წინასწარი ინფორმაციით, ბლოგს ეს სურათები სმარტფონის მწარმოებელი ქარხნიდან ჩაუვარდა ხელში.
გამოსახულების მიხედვით შესაძლებელია ტელეფონის წინა კორპუსის ნახვა. სურათების მიხედვით, გარეგნულად სმარტფონი iPhone 6 Plus-ის იდენტურია, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ Apple-ის მომდევნო პროდუქტი კონცენტრირებული იქნება ტექნიკური მახასიათებლების განახლებაზე და არა დიზაინის.
განსხვავებული ტექნოლოგია კი უნდა გახდეს ეკრანის ფუნქცია Force Touch-ი, რომელიც განსაზღვრავს იმას, რამდენად ძლიერად აჭერს ხელს მომხმარებელი ტელეფონის ეკრანს. Force Touch-ი უკვე გამოიყენება Apple Watch-ში და MacBook-ის ტაჩპადში.
აღსანიშნავია, რომ Nowhereelse-ზე გამოქვეყნებული ჭორები ბევრჯერ აღმოჩენილა მართალი. მაგალითად iPhone 6-ის სურათებიც ამ ფრანგულმა ბლოგმა გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები