მორგან ფრიმენი ითამაშებს ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმში “Down to a sunless sea”. ფილმს focus features გადაიღებს.
ფილმის სცენარს დევიდ გლისონი დაწერს. ფილმის დეტალები ჯერჯერობით უცნობი და დამუშავების პროცესშია, თუმცა ფილმი საარაუდოდ “Air Force One” – ის მსგავსი იქნება. ფილმის პროდიუსერი იქნება ბრიუს კოჰენი.
მორგან ფრიმენისთვის ასეთი ჟანრის ფილმი პირველი არ იქნება. მისი უკანასკნელი ფილმბები რაც მაყურებელმა იხილა, იყო “ლუსი” სკარლეტ იოჰანსონთან ერთად და “ტედი 2″. მომავალ წელს მორგან ფრიმენს ვიხილავთ ფილმებში “London Has Fallen” და “Ben-Hur”.
ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები