რუბრიკები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში ეკონომიკის სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგნლებმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კომპონენტის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში გაიმართა და მას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის სალომე მაჭავარიანის თქმით, პროგრამის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს წაახალისოს რეგიონში ახალი ბიზნესების წამოწყება, დანერგოს ინოვაციები და ხელი შეუწყოს უკვე არსებული მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებას. მისივე განმარტებით, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, აღნიშნული პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევას ტრენინგ/სემინარებისა და გადამზადების კურსებს. „განაცხადების მიღება ხდება ონლაინ და შესაბამისი აპლიკაციის შევსება შეუძლიათ თვრამეტ წელს ზემოთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. დღევანდელ შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და არასამთავრობო სექტორისთვის შესაძლებლობა ინფორმაცია გაუზიარონ როგორც თავიანთ თანამშრომლებს, ასევე ბენეფიციარებს“, - თქვა სალომე მაჭავარიანმა. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია და ის 26 თვის განმავლობაში გაგრძელდება. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ერთ მეწარმეზე 5 000 ლარით განისაზღვრება, ორი მეწარმის შემთხვევაში დაფინანსება 10 ათასი ლარი იქნება, ხოლო მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში 15,000 ლარი . ბენეფიციარების მხრიდან თანამონაწილეობის წილი 20% უნდა შეადგენდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.