რუბრიკები
დათა ფირცხალავას „მამა“ სარაევოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა
14-22 აგვისტოს ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქი სარაევო საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მამა". CineLink კოპროდუქციის ბაზრობაზე კი 3 ქართული პროექტია წარდგენილი - თინათინ ყაჯრიშვილის „მანჯი" , რეზო გიგინეიშვილის „მძევლები" (საქართველოს და რუსეთის კოპროდუქცია) და იოსებ ბლიაძის „ოთარის სიკვდილი" (საქართველოს და გერმანიის კოპროდუქცია). ასევე, 15-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ სექციაში "ახალგაზრდა ტალანტების პლატფორმა" მონაწილეობის მისაღებად, საქართველოდან გაემგზავრებაორი ქართველი რეჟისორები- კონსტანტინე კალანდაძე და შორენა თევზაძე. სექცია ითვალისწინებს სამხრეთ ევროპიდან და კავკასიის რეგიონიდან კინოპროფესიონალების შეკრებას,სადაც მათ საშუალება ექნებათ გაიზიარონ საერთაშორისო კინოექსპერტების გამოცდილება, დაესწრონ ვორქშოფებს, მონაწილეობა მიიღონ პანელ დისკუსიებში და განახორციელონ პრაქტიკული სამუშოები. სარაევოს ტალენტების პლატფორმის მიზანია ხელი შუწყოს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების პროფესიულ განვითარებას, რათა ისინი გახდნენ ევროპული და საერთაშორიოს კინოინდუსტრიის ნაწილი, ასევე მიეცეთ უცხოელ კოლეგებთან ერთად ახალ პროექტებზე მუშობის საშუალება. ავტორი:საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.