ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი 104 ათასი ლარით შემცირდა (ვიდეო)
12:58 / 30.07.2015
ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი 104 ათას 121 ლარით შემცირდა. შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 19 მილნ 613 ათას 300 ლარით განისაზღვრა. ცვლილება საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა. საკრებულოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის კახაბერ ფარცვანიას განმარტებით, აღნიშნული ცვლილება კაპიტალური ტრასფერიდან მიღებულმა ეკონომიამ გამოიწვია.
„მოგეხსენებათ, რომ კაპიტალური ტრანსფერი არის კონკრეტული პროექტებისთვის გამიზნული თანხა. აღნიშნული სახსრები გამოყოფილი იყო ყინულის სახლისა და მე-10 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის. გამოცხადებული ტენდერით მივიღეთ ეკონომია და ის ბრუნდება ცენტრალურ ბიუჯეტში“, - თქვა სხდომაზე კახაბერ ფარცვნიამ.
საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნებას მანკიერი პრაქტიკა უწოდა.
წითლიძის რეპლიკას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი თოდუამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ცენტრალურ ბიუჯეტში თანხის დაბრუნება დროებითია და ახალი პროექტის წარდგენის შემდეგ გამოყოფილი თანხა კვლავ ადგილობრივ ბიუჯეტში დაბრუნდება.
გარდა მისა, ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა და ის ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ეხება. კერძოდ, აღნიშნული ქუჩის, დამეწყრილ მონაკვეთზე მოეწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის საფარი. სამუშაოსთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 117 ათას 100 ლარი გამოიყო.
ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი ზემოაღნიშმნულ ცვილებამდე 19 მილნ 797 ათას ლარს შეადგენდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები