რუბრიკები
ქალები თვითმმართველობებში - " საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის პრეზენტაცია (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ ახალი კვლევის - გენდერული ბალანსი დასავლეთ საქართველოში მუნიციპალიტეტებში პრეზენტაცია გამართა. არასამთავრობომ აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლევა დასავლეთ საქართველოს 37 მუნიციპალიტეტში ჩაატარა. შეხვედრა არტ-გალერეაში გაიმართა და მას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. კვლევის შედეგები შეკრებილებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ წარუდგინა.  ამასთან, გენდერულ თანასწორობაზე მოხსენება გააკეთა საქართველოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში სტეის ზიბელმა. „ საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დასავლეთ საქართველოს საკრებულოებში 1086 მანდატიდან, ქალებმა სულ 134 მანდატი მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 12%-ს შეადგენს. ამავე კვლევის მიხედვით, 37 მუნიციპალიტეტს შორის მხოლოდ ორ ქალაქს- ოზურგეთისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს ჰყავს ქალი თავმჯდომარე. რაც შეეხება, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ქალები აღნიშნულ პოზიციას მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში - ოზურგეთის თემის, ხარაგაულისა და თერჯოლის საკრებულოებში იკავებენ. აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს საკრებულოების 185 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს შორის მხლოდ 32 ქალია, რაც საერთო რაოდენიობის 17%-ს არ აღემატება. კვლევის თანახმად, საკრებულოების 217 ფრაქციიდან ქალი თავმჯდომარე მხოლოდ 18 ფრაქციას ჰყავს,რაც  საერთო რაოდენობის 8%-ის ტოლია. საკრებულოს აპარატებში კი, კვლევის მიხედვით, ქალები და მამაკაცები მეტ-ნაკლებად თანაბრად არიან წარმოდგენილი. რაც შეეხება, 37 მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და  მერებს, 95 მოადგილეებთან ერეთად, ამ პოზიციებზე მხოლოდ 8 ქალია წარმოდგენილი. „მთლიანობაში შეიძლებება ითქვას, რომ 37 მუნიციპალიტეტში ქალთა წარმომადგენლობა ძალიან დაბალია. ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განახორციელონ ქმედითი ნაბიჯები, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მამაკაცებთან ერთად, ქალები თანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი, რათა მონიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასახავდეს ყველა სოციალური ფენის ინტერესებს“, - თქვა არჩილ თოდუამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.