საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველ 14 ქალაქსა და დაბაში ტურისტებისათვის საინტერესო ობიექტების მიმართულების მანიშნებლების მონტაჟს ახორციელებს. პროექტი მიზნად სტუმრად მყოფი უცხოელი და ქართველი ვიზიტორებისათვის საინტერესო ობიექტების მიკვლევის გამარტივებას ითვალისწინებს.
ქალაქ ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლების ჩართულობით შერჩეულ იქნა ობიექტები, სადაც დღეს ნიშნულები განთავსდა. ქალაქის ტერიტორიაზე ასეთი 14 ნიშნული არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები