რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ლიტვური დელეგაცია სტუმრობდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ ლიტვის რესპუბლიკის , ქალაქ იონავას დელეგაცია მიიღო.  შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ აღნიშნა, რომ მეგობრობას ქალაქ იონავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის საფუძველი ქალაქ იონავაში საერთო-სახალხო დღესასწაულზე დაედო 2013 წელს." ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ლიტვა-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები და ორი ქვეყნის ქალაქებს შორის მჭიდრო კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობა. სწორედ ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქალაქ იონავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის ტურისტული, საინვესტიციო, ეკონომნიკური და კულტურული პროექტების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება"-თქვა ლაშა გოგიამ.
ქალაქ იონავას ვიცე მერმა ევგენიუს საბუტისმა დიდი მადლობა გადაუხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მოწვევისთვის და გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისა.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ლიტვის დელეგაცია 29 ივლისს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ესტუმრებიან 2015 წლის 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში დაგეგმილ ელექტრონული მუსიკის ქართულ ფესტივალ „Gem-Fest 2015 –Anaklia“ .
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ქალაქ იონავას ვიცე-მერი ევგენიუს საბუტის, სტრატეგიული პროექტების სამსახურის უფროსი ვიტაუტას კუდოკასი, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის უფროსი ალფრედას საძიავიჩიუსი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ლინეტა იაკიმავიჩენიე, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ეგლე პინკევიჩენიე. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ქალაქ ზუგდიდის ვიცე მერი გია გულორდავა, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.