Facebook-ი, მომავალ წელს სამგანზომილებიან ვირტუალურ რეალობაში კომუნიკაციის ტექნოლოგიის გაშვებას გეგმავს.
ამის თაობაზე კონფერენციაზე, რომელიც სოციალური ქსელის ფინანსურ მაჩვენებლებს ეხებოდა, თავად Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა. მისი გეგმების თანახმად, 2016 წლის პირველ ნახევარში Facebook-ში ვირტუალური რეალობის პლატფორმა შეიქმნება და თავდაპირველად მასზე თამაშებს და ვიდეოებს განათავსებენ.
შარშან გაზაფხულზე, Facebook-მა ვირტუალური რეალობის ჩაფხუტების მწარმოებელი Oculus Rift-ი იყიდა. Facebook-ი აპირებს დახვეწოს ეს ტექნოლოგია და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ინტერნეტში ვირტუალური რეალობის ფორმატში მუშაობის საშუალება მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები