სინდი კროუფორდი 80-ანი წლების სუპერმოდელების შესახებ სერიალს გადაიღებს, NBC-ის ახალ სერიალში ნაჩვენები იქნება ომი, რომელიც ორ სამოდელო სააგენტოს „Ford“ და „Elite“ შორის იყო გაჩაღებული.
პროექტის ზუსტი სახელი ჯერ ცნობილი არ არის თუმცა, მოიაზრებენ, რომ მას შესაძლოა „Icon” ეწოდოს. ეს სერიალი ცნობილი სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის საპროდიუსერო დებიუტი იქნება.
კროუფორდთან ერთად პროექტზე მუშაობენ ენი ჰეჩი და ჯეიმს ტაფერი, სცენარის ავტორი კი რობინ ბისელი(„შიმშილის თამაშები“) გახლავთ.
ცნობილია, რომ სერიალი 100% გამოგონილი იქნება და არანაირი კავშირი არ ექნება სინდის, როგორც მოდელის ისტორიასთან, ასევე ცნობილი გახდა, რომ არ გამოიყენებენ იმ დროისათვის ცნობილი მოდელების სახელებს.
მასალის გამოყენების პირობები