რუბრიკები
ანაკლიაში არმინ ვან ბიურენმა დაუკრა
საქართველოს ელექტრონული მუსკის ფესტივალი gem-fest წუხელ, 31 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა. წლევანდელი სეზონი ელექტრონული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავმა არმინ ვან ბიურენმა გახსნა. ფესტივალის გახსნა ანაკლიაში გრანდიოზული ფოიერვერკით აღინიშნა. ორგანიზატორების განცხადებით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ვიზიტორთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. ფესტივალის გახსნას საქართველოს ვიცე- პრემიერი კახი კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 7 აგვისტოს ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის გამოსვლით დაიხურება და ამ ხნის განმავლობაში ზღვისპირა კურორტზე 100-მდე ვარსკვლავი დაუკრავს.ფესტივალი 18 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. სპეციალურად Gem fest-ისთვის აშენდა 5 სცენა, კარვების ქალაქი, ბარები, კვების ობიექტები და კინოთეატრი ღია ცის ქვეშ. ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი საქველმოქმედო იქნება. ყველა გაყიდული ბილეთიდან ერთი ლარი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები