Uber Technologies-ი, უახლოესი 9 თვის მანძილზე $1 მლრდ-ს ჩადებს ინდოეთში, აშშ-ის შემდეგ უმსხვილეს ბაზარზე მისი მომსახურებისთვის.
ტაქსის გამოძახების სერვისი ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ამჟამად ინდოეთის 18 ქალაქში უკვე მუშაობს, მაგრამ დაგეგმილია მომსახურების ქსელის გაფართოება. ამჟამად, Uber-ის მანქანები ინდოეთში დღეში 200 ათას რეისს ასრულებენ და კომპანიას ამ რიცხვის 1 მლნ-მდე გაზრდა უნდა.
Uber-ი, ბიზნესი, რომელიც $40 მლრდ-ად არის შეფასებული, მსოფლიოს 57 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მრავალ მათგანში ტრადიციული ტაქსის მძღოლების პროტესტს და სასამართლო აკრძალვებს აწყდება, მათ შორის ინდოეთშიც. შარშან დეკემბერში, Uber-ის მძღოლის მიერ მგზავრ ქალბატონზე თავდასხმის შემდეგ, ნიუ-დელის სასამართლომ აკრძალა კომპანიის საქმიანობა დედაქალაქში. თუმცა, წინა თვეში აკრძალვა მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები