რუბრიკები
ჯიფონის ფესტივალის ქართველი მონაწილეები იტალიაში მსოფლიო ვარსკვლავებს შეხვდნენ
წელს იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონიში უკვე 45-ედ გაიმართა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო ფესტივალი, რომელზეც 10 ქართველი ბავშვი გაემგზავრა. ქართველი მონაწილეები, ისევე როგორც დანარჩენი 54 ქვეყნის წარმომადგენლები, ფესტივალზე ჟიურის წევრების რანგში იმყოფებოდნენ. ჯიფონიში ქართული დელეგაციის პატივსაცემად მოეწყო ქართული საღამო და ნაჩვენები იქნა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მსოფლიო ვარსკვლავებთან აუდიენციისთვის ფესტივალის 3500 მონაწილედან რამდენიმე ბავშვი შეარჩიეს, რომელთა შორისაც საქართველოს 5 წარმომადგენელი მოხვდა. დავით ლოლიშვილი შეხვდა Mark Ruffalo-ს , ანი მაჩაიძე - Martin Freeman-ს, თიკა ტაბიძე - Orlando Bloom-ს, ელენე ნაირაშვილი და მარიამ ცაგურიშვილი კი Tom Felton-ს და სერიალ „Glee”-ს ვარსკვლავ Darren Criss-ს. მალევე ქართულ დელეგაციას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძეც შეუერთდა, რომელიც მისივე იდეით შექმნილი ახალი საბავშვო პლატფორმის, Giffoni Yourth პრეზენტაციას დაესწრო. აღსანიშნავია ის, რომ წელს საქართველომ მოიპოვა ფესტივალის თბილისში ჩატარების უფლება. 16-19 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა 7 ქვეყნის 500 ბავშვს უმასპინძლებს, ჟიურის წევრთა რეგისტრაცია კი უკვე დაიწყო. მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს ყველა ახალგაზრდას (13-დან 18 წლამდე) ვისაც აინტერესებს კინოხელოვნება და ფლობს ინგლისურს ენას საბაზისო დონეზე. რეგისტრაციის გავლა 15 სექტემბრამდეა შესაძლებელი ეროვნული კინოცენტრის ვებ გვერდზე (www.gnfc.ge). ავტორი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.