მაშველებმა მდინარე ხობისწყალში 50 წლის ვახტანგ ალექსანდრიას ცხედარი იპოვეს. მამაკაცი 12 წლის გოგონას გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც მას სავარაუდოდ გულმა უმტყუნა. გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ. ვახტანგ ალექსანდრიას ცხედარს დღესვე საკუთარ სახლში გადაასვენებენ.
მასალის გამოყენების პირობები