ფეხბურთის მოყვარულებმა ზუგდიდში სამ ტრიუმფალურ სიმბოლოს უმასპინძლეს
11:46 / 03.08.2015
სუპერთასს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს ზუგდიდელი ფეხბურთის მოყვარულები ზეიმით შეხვდნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა საზეიმო კონცერტი გამართეს, შეკრებილებს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, ქალაქის საკრებულოს თვმჯდომარე მერაბ ქვარაიამ და ფეხბურთის გულშემატკივრებმა მიმართეს. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებულ თასებთან ფოტოები ფეხბურთის მოყვარულებმა გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით უეფას სამი ტრიუმფალური სიმბოლო სუპერთასის ფინალის თბილისში ჩატარებამდე საქართველოს ქალაქებში მოგზაურობს. საფეხბურთო კლუბებს „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის სუპერთასის ფინალი 11 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები