ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
16:25 / 03.08.2015
ანალოგური მიწისზედა საერთო სიგნალის გადამცემი სადგურები სამეგრელოში 2015 წლის 6 აგვისტოს 10 საათზე გაითიშება. სამეგრელო მეხუთე სამაუწყებლო ზონაა, სადაც ანალოგური მიწისზედა საერთო მაუწყებლობა ითიშება. ამ პროცესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის,“ ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაუძღვნენ.
რეფორმის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ადგილობრივ მოსახლეობას ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გააცნეს. შეხვედრა დღეს ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. სადაც მოწვეული იყვნენ მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებიდან.
შეგახსენებთ, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.
მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.
ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რეფორმის განხორციელებით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები