რუბრიკები
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატებთან ერთად საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ქალაქ ზუგდიდის №10 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 25 ივლისს დაიწყო. ამ დროისათვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი ჩატარებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დასრულება 10 სექტემბრისთვის იგეგმება.

„როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების სფეროს განვითარებაა. ამ მიმართულებით ქვეყანაში რიგი ნაბიჯები გადაიდგა, დამკვიდრდა კომპლექსური მიდგომები. მნიშვნელოვანია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობა, მათი განვითარების სტიმულირება და თანამედროვე სტანდარტების შექმნა. ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ბაღების პედაგოგებისთვის ხელფასები გაზარდა, კვებისა და სან.ნორმების ხარისხის მონიტორინგი გამკაცრდა, შენდება რამდენიმე ბაღი, ასევე მიმდინარეობს ბაღების მოძველებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ქალაქის საკრებულოს, მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობით, 2015 წელს დაიგეგმა 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მიმდინარე წელს სამუშაოებისთვის გამოყოფილია მილიონასიათასი ლარი. ქალაქ ზუგდიდში 2016 წლის ბოლოს ყველა ბაღი იქნება სრულიად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად . ახალ სასწავლო წელს ბაღების აღსაზრდელებს დახვდებათ კეთილმოწყობილი გარემო, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი განვითარებისთვის “-აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა.

№10 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად ქალაქის მერის მოადგილე კობა ჯიქია, საკრებულოს განათლების , კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნათია ფიფია, საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგო ქოჩუა და საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ზარქუა გაეცნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.