რუბრიკები
შარლიზ ტერონმა ბავშვი იშვილა
შარლიზ ტერონი მეორე ბავშვის დედა გახდა. 39 წლის მსახიობმა, რომელსაც უკვე ჰყავს ერთ შვილი- ჯექსონი, გოგონა იშვილა. ეს მოვლენა გასული თვის ბოლოს მოხდა, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. აფრიკული წამოშობის პატარას ავგუსტი ჰქვია. ჯერჯერობით ტერონის გოგონაზე ცოტა რამაა ცნობილი. მისი ბიოლოგიური მშობლები აფრიკიდან არიან, მაგრამ გოგონა მიმდინარე წლის ივლისში, აშშ-ში დაიბადა. ახალშობილი შარლიზის მეორე შვილია. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავი 3-წლის ჯექსონს უკვე ზრდის. ის მან სამხრეთ აფრიკაში 2012 წელს იშვილი. მსახიობმა ავგუსტი შონ პენთან დაშორებიდან ერთი თვის შემდეგ აიყვანა. შარლიზი და შონი ურთიერთობის დაკანონებასაც აპირებდნენ და მედია ვარაუდობდა, რომ პენი ჯექსონს ოფიციალურადაც იშვილებდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ ახდა, რადგან წყვილის რომანი მოულოდნელად დასრულდა. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ შარლიზის დედობრივ ამბიციებზე ამ ფაქტს გავლენა საერთოდ არ მოუხდენია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.