ინგლისელი რეჟისორი გაი რიჩი მისტიკური მეფე არტურისა და მისი რაინდების შესახებ ფილმს გადაიღებს.
მეფე არტურის როლში „ანარქიის შვილების“ ვარსკვლავს ჩარლი ჰანემს, ხოლო მისი დედოფლის გინევრას როლში ფრანგ-ესპანელ მსახიობ ასტრიდ ბერჯე-ფრისბის ვიხილავთ.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ასევე ჯუდ ლოუ, ერიკ ბანა, ჯიმონ ჰონსუ და მაიკლ პერსბრანდტი.
სურათის პრემიერა 2016 წლის 22 ივლისისათვის იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები