ბელორუსი ტურისტი, რომელიც 4000-მდე მეტრ სიმაღლეზე გუშინ ჩარჩა, გადარჩენილია. მესტიის საავადმყოფოშია გადასვენებული მისი თანმხლები კიდევ ერთი ტურისტი, რომელიც, სავარაუდოდ, ქვის ცვენის გამო მთის კედელს მოწყდა და დაიღუპა. გადარჩენილ ტურისტს საჭირო სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის შემდეგ თბილისში გადააფრენენ, გარდაცვლილის ცხედარს კი სამხარაულის ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ სამაშველო ჯგუფები გუშინ საღამოდან ცდილობდნენ გადარჩენილი ტურისტის შველას, თუმცა მიუვალი ადგილის გამო ვერ შეძლეს, სამუშაოები დღეს დილიდან ხილვადობის აღდგენისთანავე დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ წარმატებით დასრულდა. სამაშველო ოპერაციაში როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან ჩასული მაშველთა ჯგუფიც მონაწილეობდა.
ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაღალჩინოსანი დავით შათირიშვილიც.
მასალის გამოყენების პირობები