უბედური შემთხვევა 3 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა. მაშველების ინფორმაციით, ქალი ზღვის ტალღებმა გაიტაცა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ფოთელია და ზღვაზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
გრიგოლეთის მუნიციპალური სამაშველო სამსახურის უფროსის რევაზ ორაგველიძის განაცხადებით, ზღვაზე ძლიერი ღელვის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და დამსვენებლებს სთხოვენ ზღვაზე ბანაობისგან თავი შეიკავონ, თუმცა მოქალაქეები მათ თხოვნას არ ითვალისწინებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები