ზუგდიდში კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა გვასალია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსად დაინიშნა. ბრძანებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ 3 აგვისტოს მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ გუბერნიის პრესსამსახური პაატა ლაგვილავა იუწყება.
ლაშა გვასალიას ამ თანამდებობაზე დანიშვნა სხვადასხვა მედია საშუალებებით არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის სოციალურ ქსელშიც.
მასალის გამოყენების პირობები