რუბრიკები
დევნილი პატარები სურამში დაისვენებენ
ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული, ფინანსურად შეჭირვებული დევნილი ოჯახების ხუთ წლამდე ბავშვები არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით სურამში დაისვენებენ.
20 დღის მანძილზე 15ბავშვი და მათი მშობლები საოჯახო ტიპის სასტუმროში განთავსდებიან, სადაც ბავშვებს პედიატრიული მომსახურება გაეწევათ, მშობლები კი შესაბამის ტრეინინგს გაივლიან. რეაბილიტაციის პარაელელურად ბავშვები გასართობ ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
დევნილი პატარები და მათი მშობლები ზუგდიდიდან ადგილობრივი თვითმმართველობის - ქალაქის მერიისა და საკრებულოს ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ წარმომადგენლებმა გააცილეს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები