ბრიტანეთში სმარტფონებმა პირველად გაუსწრო პოპულარობით ნოუთბუქებს, როგორც ყველაზე მოსახერხებელმა მოწყობილობებმა ინტერნეტში სამუშაოდ, მოწმობს ბრიტანული სატელეკომუნიკაციო მარეგულირებლის, Ofcom-ის მონაცემები.
2014 წელს, ბრიტანელთა 33%-მა აირჩია სმარტფონი თავის მთავარ მოწყობილობად გლობალურ ქსელში შესასვლელად, ხოლო ნოუთბუქი - ბრიტანელთა მხოლოდ 30%-ის არჩევანი იყო.
Ofcom-ი აღნიშნავს, რომ ეს ციფრები ისტორიულია.
გარდა ამისა, მარეგულირებლის სტატისტიკით, შარშან ბრიტანელებმა 1.2 მლრდ სელფი გადაიღეს, რაც ხსნის მობილური მოწყობილობების პოპულარობას.
ბრიტანელთა 31%-მა აღიარა, რომ შარშან საკუთარ თავს ფოტოებს უღებდა, ხოლო ყოველმა მეოთე ზრდასრულმა ბრიტანელმა განაცხადა, რომ კვირაში მინიმუმ ერთ სელფის იღებს.
მასალის გამოყენების პირობები