"ფინკა" ბანკმა საბანკო ლიცენზიის მიღების ორი წლის იუბილე აღინიშნა
16:01 / 06.08.2015
ზუგდიდში "ფინკა" ბანკის საბანკო ლიცენზიის მიღების ორი წლის იუბილე აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით "ფინკა" ბანკმა ორმოც სხვადასხვა ქალაქის სერვის ცენტრში შემთხვევითი შერჩევის წესით გამოვლენილ კლიენტებს საჩუქრად შემნახველი ანაბარი გაუხსნა . ზუგდიდში არსებულმა სერვის ცენტრმა სხვა იღბლიან მომხმარებლად თამარ შამათავა დაასახელა, რომელსაც გაუხსნიან ანაბარს მასზე დარიცხული თანხით. „შემთხვევითი პრინციპით შევარჩიეთ ორმოცი კლიენტი, რომელსაც გავუხსენით შემნახველი ანაბარი , "ფინკა" ბანკი ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებლის ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებაზე“-აცხადებს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა კაკულია."ფინკა" ბანკი დღეისთვის სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს 80 000-ზე მეტ მომხმარებელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. "ფინკა" საფინანსო ჰოლდინგის ნაწილია და მისი პარტნიორები არიან საერთასორისო საფინანსო კორპორაცია ,გერმანიისა და ნიდერლანდების განვითარების ბანკები ასევე სხვა საფინანსო ორგანიზაციები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები