ზუგდიდში, რესტორან "დიარონში" ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, რესტორანში, სტუმრებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება შენობის გარეთ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. დაჭრილებს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
მასალის გამოყენების პირობები