ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ხვალ, 11:00 საათიდან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცების ხსოვნას ჭითაწყარსა და რიყეში პატივს მიაგებენ და საფლავებს თაიგულით შეამკობენ.
სოფელ რიყეში დავით ჯიქიას სახელობის ყოველწლიური ტურნირი მინი ფეხბურთში გაიმართება. გამარჯვებული გუნდი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ტრადიციულად წელსაც ომში დაღუპულ ჯარისკაცების ოჯახს 1000 ლარის ოდენობით ფულად კომპენსაციას გადასცემს.
მასალის გამოყენების პირობები