ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში მდინარე ჯუმში 25 წლის გიგა გახარია დაიხრჩო. რადიო"ათინათს" ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს,რომ შემთხვევის შესახებ შეტყობინება 11:52 წუთზე მიიღეს. ადგილზე ოპერატიულად გავიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა,თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
გიგა გახარიას ცხედარი ქუთაისის ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები