Gem fest-ის დახურვასთან დაკავშირებით ანაკლიაში ავტოშოუ გაიმართა (ვიდეო)
12:46 / 08.08.2015
7 აგვისტოს საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის (Gem fest) ოფიციალურ დახურვასთან დაკავშირებით "Western Drivers Club - სამეგრელოსა" და Gem fest -ის ორგანიზებით ანაკლიაში, გრანდიოზული ავტოშოუ გაიმართა, სადაც ავტომოყვარულები ერთმანეთს წყვილთა რბოლაში შეეჯიბრნენ. ავტოშოუ სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნიის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდენ და სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ორგანიზატორებმა ავტოშოუს მაყურებლებს დღეს სიურპრიზი მოუწყვეს და ყველა მათგანი Gem fest-ის საღამოზე უფასოდ დაპატიჟეს. ავტოშოუს დაესწრნენ ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ დამსვენებლებიც.
"Western Drivers Club - სამეგრელო“ გრანდიოზული სანახაობის მოწყობას შემოდგომაზეც გეგმავს. კლუბი საზოგადოების წინაშე ერთი თვის წინ ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე წარსდგა, სადაც ავტო-მოტომოყვარულთა ორდღიანი შოუ გამართა, რომლის მთავარი ორგანიზატორიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია იყო.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები