რეცეპტის ინგრედიენტები:
2 საშუალო ზომის ყაბაყი
2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი ან ზეითუნის ზეთი
1 სუფრის კოვზი ახალი ან ხმელი ორეგანო
¼ ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
1. დაჭერით ყაბაყი 4–6 მმ სისქის ნაჭრებად და აურიეთ გამდნარ კარაქთან და ორეგანოსთან ერთად.
2. განალაგეთ ერთ ფენად ცხიმიან საცხობ ქაღალდზე (პერგამენტი, კალკა) და მოაყარეთ პარმეზანი.
3. აცხვეთ დაუფარებლად 1750C-ზე 35–40 წუთის გამავლობაში.
4. მოაყარეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები