წარმოშობით ბრიტანელი ჰოლივუდის ვარსკვლავი, ემილი ბლანტი ამერიკის მოქალაქე გახდა.
ემილისთვის მოქალაქეობის გადაცემის ცერემონიას მისი მეუღლე, ჯონ კრასინსკი დაესწრო, რომელსაც ბლანტი ცოლად 2010 წელს გაჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ემილი ბლანტი ლონდონში დაიბადა და იქ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, ბრიტანეთში დაბრუნებას აღარ აპირებს, მისი თქმით, მთელი მისი ცხოვრება და სამეგობრო ამერიკაში ცხოვრობს და სამშობლოში გამგზავრების მიზეზს ვერ ხედავს.
მასალის გამოყენების პირობები