5-15 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, სადაც, ღია ცის ქვეშ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ქართველი რეჟისორების ფილმებს 8000 მაყურებელი იხილავს!
ლოკარნოს ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მამა", ოთარ იოსელიანის "ზამთრის სიმღერა" (საფრანგეთისა და საქართველოს კოპროდუქცია) და, ასევე, ქართველი რეჟისორის სერბულ-რუსული ფილმი Brother Dejan.
ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორისა თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები