Tesla Motors-მა თავის არხზე YouTube-ში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თავიანთი ახალი დასამუხტი მოწყობილობის პროტოტიპის მუშაობაა ნაჩვენები.
ელექტრომობილის დასამუხტი მოწყობილობა ლითონის გველს ჰგავს და ეს ტექნოლოგია შესაძლოა მანქანის ბატარეის ინდუქციური დამუხტვის ალტერნატივა გახდეს.
ახალი სისტემა საზღვრავს როდის შედის მანქანა ავტოსადგომზე ან ავტოფარეხში, რის შემდეგაც დრეკადი სადენი ავტომატურად უერთდება დასამუხტ პორტს და მძღოლის დახმარების გარეშე იწყებს მანქანის ბატარეის დამუხტვას.დამატებით დეტალებს ამ მოწყობილობაზე Tesla არ აკონკრეტებს.
მასალის გამოყენების პირობები