ზუგდიდის არტ- გალერეაში ახალგაზრდა პოეტის თემურ შენგელიას პოეზიის საღამო მოეწყო. საღამოს ძირითადად ესწრებოდნენ ახალგაზრდები, რომლებიც კარგად იცნობენ პოეტის შემოქმედებას, ასევე - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოწვეული სტუმარი – მამა პეტრე კოლხი. მან რამდენიმე ლექსი წაიკითხა თემურ შენგელაიასთან ერთად და იქ შეკრებილთ პირობა მისცა, რომ უახლოეს მომავალში კვლავ ესტუმრება სამეგრელოს და „ზუგდიდელებს კიდევ ერთ ლამაზ პოეზიის საღამოს აჩუქებს“.
მასალის გამოყენების პირობები