რუბრიკები
რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია ზუგდიდში გაიმართა

ზუგდიდში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ – ის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომელიც „სამეგრელოს განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო. ცენტრის მოხალისე მოსწავლეებმა ორგანიზაციის წინ ასფალტზე „რუსთავი 2“ – ის ლოგო გამოსახეს, ხელში კი ტრანსპარანტები ეჭირათ ტექსტით – “შორს ხელები „რუსთავი 2“ - გან. სამეგრელოს განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, ეს არის კონკრეტული მედიის მხარდასაჭერი აქცია პრორუსული ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ, „რომელსაც ახლა ყელში გაეჩხირა „რუსთავი 2“ და რომელსაც უნდა, რომ სიტყვის თავისუფლება წაართვას ქართველ ხალხს. ყოველთვის დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას და იმ „რუსთავი 2“- ს, რომელიც აგვისტოს ყველაზე მძიმე დღეებში სახელმწიფოებრივი ინტერესების სადარაჯოზე იდგა,“ – განაცხადა ანი წითლიძემ. „ეს ჩვენი ტელევიზიაა და გვინდა, რომ ბოლომდე დემოკრატიული და თავისუფალი იყოს. ის ორი ათეული წელია ქართველ ხალხს ემსახურება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და „რუსთავი 2“ ისევ დარჩება ქართველი ერისა და ხალხის გვერდზე“, – თქვა ცენტრის წარმომადგენელმა დიმიტრი ხურციამ.

რუსთავი 2-ის წილების დასაბრუნებლად გასულ კვირას ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანიის ავტომობილები დააყადაღა და იმავე დღეს, ყადაღა სამაუწყებლო კომპანიის მთლიან ქონებას დაადო. ტელეკომპანიის მხარდასაჭერად საქართველოს მასშტაბით აქციები იმართება, რომელსაც საზოგადოების ცნობილი სახეები უერთდებიან.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.