Apple თავის ახალ პროდუქტს სავარაუდოდ, 9 სექტემბერს წარადგენს. ახალი iPone-ს გაუმჯობესებული ეკრანი და პროცესორი ექნება. BuzzFeed-ის ინფორმაციით, 9 სექტემბერს Apple-ი ახალ iPod-საც წარმოადგენს.
კომპანიამ iPhone 6 გასულ წელს სწორედ 9 სექტემბერს წარმოადგინა, – ტრადიციულად კომპანია ახალი პროდუქტის პრეზენტაციას, უკვე წლებია, სექტემბრის შუა რიცხვებში ახდენს.
2014 წელს კომპანიის გაყიდვების 64 პროცენტი აიფონებზე მოდიოდა. ტრადიციულად გაყიდვების ყველაზე დიდი წილი ჩინეთზე მოდის, თუმცა მიმდინარე წელს ჩინეთში გაყიდვები შემცირდა. მეორე კვარტალში ჩინეთში აიფონების გაყიდვები სამჯერ შემცირდა. ჩინეთში Apple-ს კონკურენციას Xiaomi და Huawei უწევენ.
მასალის გამოყენების პირობები