რუბრიკები
ხვალ ხობში „ცოტნეობა“ აღინიშნება
12 აგვისტოს ხობში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული ცოტნეობა გაიმართება,სადაც სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ელოდებიან. დილის 9 საათიდან სადღესასწაულო წირვა გაიმათება ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული. დღესასწაულთან დაკავშირებით ხობში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. სახალხო დღესასწაულზე მსურველები ერთმანეთს ჭიდაობაში, ლელობურთსა და ნარდში შეეჯიბრებიან. გაიმართება სამეცნიერო კონფერენციაც. 15 საათიდან ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანში სამეგრელო-ზემო სვანეთის ეთნოკუთხეების დათვალიერება იქნება შესაძლებელი, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები გამოიფინება. ხეივანში გაიმართება რამდენიმე თეატრალური სანახაობა, მათ შორის ცოტნე დადიანის მოღვაწეობის აღმნიშვნელი კომპოზიცია „გმირობიდან წმინდანობამდე“. ასევე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.