რუბრიკები
ოთარ შამათავა ახალ ფილმზე მუშაობს
რეჟისორი ოთარ შამათავა ახალ მხატვრულ ფილმზე „ურსუსი” მუშაობს. ფილმი 30 წლის კინორეჟისორის, ნიკას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბერლინალეს კინოფესტივალზე „ოქროს დათვის” მოპოვებაზე ოცნებობს. სამოქალაქო ომის დროს იგი ყველაფერს კარგავს. ნიკას დაჭრიან, მისი ფილმი დაიწვება, ცოლი კი მიატოვებს და სხვასთან წავა. დეპრესიის დროს კინორეჟისორი ყოფილ კასკადიორს, ფომას გაიცნობს, რომელიც მოხუცებულ, დაავადებულ დათვს უვლის. მალე ბერლინის ზოოპარკიდან მოწვევა მოდის. მეგობრები დათვთან ერთად გერმანიაში გამგზავრებას გადაწყვეტენ, მაგრამ ამ დროს ცხოველს მთვრალი ჯარისკაცის ტყვია იმსხვერპლებს და ნიკა გადაწყვეტს თავად მოირგოს დათვის როლი. კინორეჟისორი სპეციალურად დამზადებულ კოსტიუმში გამოეწყობა და დათვად გარდასახული ფურგონში იკავებს ადგილს, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს. ბერლინამდე შორი გზაა, წინ კი მეგობრებს ახალი ნაცნობები და საინტერესო თავგადასავლები ელით. ფილმში მთავარ როლებს ნიკა თავაძე, ბოგდან ბენიუკი და დეტლეფ ბუკი ასრულებენ. „ურსუსი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. საქართველოს გარდა იგი გერმანიის, უკრაინის და ბულგარეთის კოპროდუქციაა. ფილმი სამონტაჟო პერიოდშია და მას მაყურებელი მალე იხილავს ავტორი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.