ჰოლივუდის ვარსკვლავი, კირა ნაითლი და მისი მეუღლე, ჯეიმს რაიტონი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის ერიდებიან. 3 თვის წინ წყვილს გოგონა შეეძინა, მისი სახელი კი ნაითლიმ, მხოლოდ ახლა გაამხილა. აღმოჩნდა, რომ ქალიშვილს ედი დაარქვეს.
ცოტა ხნის წინ, კირამ ერთ-ერთ გამოცემას მშობიარობის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა.
აღსანიშნავია, რომ ნაითლიმ და მისმა მეუღლემ ისიც მოახერხეს, ედის გაჩენა საიდუმლოდ შეენახათ, ეს სასიხარულო ამბავი ჟურნალისტებმა თვითმხილველებისგან შეიტყვეს, რომლებმაც ცოლ-ქმარი პატარასთან ერთად ნახეს. გოგონას სქესიც მასმედიის საშუალებებისთვის ცნობილი, მხოლოდ ედის გაჩენიდან 1 თვეში გახდა, როგორც ჩანს, კირა კონსპირაციის ნამდვილი ოსტატია!
მასალის გამოყენების პირობები