დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა და მერიის წარმომადგენლებმა ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინეს." ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ ინიციატივით გაიმართულ შეხვედრას არასამთავრებო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ პროექტი დეტალურად გააცნო შეკრებილ საზოგადოებას, ხოლო ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „დიდი სურვილი გვაქვს ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნდეს პირვანდელი სახე და ამასთანავე განვაახლოთ, ვგეგმავთ სანერგე მეურნეობის გაშენებას, რომელიც დამატებითი შემოსავალი იქნება ბაღისთვის“ -განაცხადა ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ.
ბოტანიკური ბაღის რებილიტაციისთვის ოთხ მილიონზე მეტია გამოყოფილი, სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის თვიდან დაიწყება და 2016-17 წლებში დასრულდება.სრული რებილიტაციის შემდეგ ბოტანიკური ბაღი ქალაქის საკუთრებაში გადმოვა. შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული ორგანიზაციის დაკვეთით განხორციელდა და პროექტს საქართველოს მუზეუმების ასოციაცია განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები