ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით გამგეობამ ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის ნაგვის შემგროვებელი სპეციალური ტექნიკა შეიძინა.
დღეიდან სანაპირო ზოლის დასუფთავება უფრო სწრაფად და ხარისხიანად მოხდება. ნაგვის შემკრები ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში დაასუფთავებს, მოასწორებს სანაპირო ზოლს და დამსვენებლებს სუფთა გარემოს შეუქმნის.
ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების სპეციალური ტექნიკა გერმანული წარმოებისაა და მისი შეძენა 364 ათასი ლარი დაჯდა.
მასალის გამოყენების პირობები