ბრიტანულმა The Telegraph-მა ყველა დროის საუკეთესო პოპ-მომღერლები გამოავლინა. პირველი ადგილი მადონამ დაიკავა, რომელმაც, ჟურნალისტების აზრით, მუსიკისა და კულტურის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
„შეიძლება მადონა არ არის საუკეთესო ვოკალისტი ან სიმღერების ავტორი, მაგრამ უკვე მესამე ათწლეულია ის იპყრობს პოპ-ინდუსტრიას და მუდმივად ახარებს თაყვანისმცემლებს“-წერენ გამოცემაში.
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ ტინა ტერნერი და კეიტ ბუში. თანამედროვე შემსრულებლებიდან კი ათეულში შევიდნენ ემი უაინჰაუსი, ბიონსე და ადელი. რაც შეეხებათ რიანას, ბრიტნი სპირსს და კრისტინა აგილერას, ისინი რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები