ზუგდიდში ენგურ-ქაღალდ კომბინატში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ერთი მილიონი ლარი გამოუყო. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიამ განაცხადა. მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში განისაზღვრა 20 მილიონ 613,3 ათასი ლარით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 19613,3 ლარისა, გადასახდელების მოცულობა კი გახდა 22017,2 ლარი 21017 ათასის ნაცვლად.
„სავარაუდოდ პირველი ეტაპის სამუშაოები იქნება შემოღობვა, დემონტაჟი იქ არსებული ნაგებობის, გრუნტის მომზადება“-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, მერაბ ქვარაიამ დღევანდელ სხდომაზე.
სტადიონის მშენებლობა სავარაუდოდ 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები