რუბრიკები
"რუსთვი 2" მორიგ კონცერტს ზუგდიდში გამართავს
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2" მორიგ კონცერტს ზუგდიდში, 29 ან 30 აგვისტოს გამართავს. წერილი ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე გაუგზავნა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. კანონმდებლობის მიხედვით, თუ შეკრება არ ითვალისწინებს მანქანების სავალი გზის გადაკეტვას, შეკრების ორგანიზატორს მხოლოდ ხელისუფლების დაუწყება ევალება და არა მათგან ნებართვის აღება. წინასწარი ინფორმაციით და ზუგდიდის მერიის, გამგეობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, არც 29 და არც 30 აგვისტოს ზუგდიდში, ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ პარკში მასობრივი ღონისძიება გათვალისწინებული არ არის. შეგახსენებთ, "რუსთავი-2"-მა საქართველოს რეგიონებში გასვლითი კონცერტების ჩატარება დაიწყო, რასაც, თავდაპირველად, წინააღმდეგობა ხვდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ბოლო კონცერტი "რუსთავი-2"-მა ბათუმში ჩაატარა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.