ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ქართველი, დავით ფირცხალავა გახდა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მამა" ფესტივალის საკონკურსო სექციაში Pardi di domani იყო წარდგენილი.
შეგასენებთ, 5-15 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობდა, სადაც ღია ცის ქვეშ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ქართველი რეჟისორების ფილმები 8000 მაყურებელმა იხილა. ლოკარნოს ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მამა", ოთარ იოსელიანის "ზამთრის სიმღერა" (საფრანგეთისა და საქართველოს კოპროდუქცია) და ასევე ქართველი რეჟისორის სერბულ-რუსული ფილმი Brother Dejan.
ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.
ქართველი რეჟისორები ლოკარნოს კინოფესტივალზე
მასალის გამოყენების პირობები