რუბრიკები
წელს ტურისტებისთვის ყველაზე ძვირი მიმართულება ბარბადოსია
2015 წლის ზაფხულში ტურისტებისთვის ყველაზე ძვირი მიმართულება კარიბის ბარბადოსია. კვლევას ბრიტანეთის სტატისტიკური ინფორმაციის ნაციონალური ინსტიტუტი(ONS) აქვეყნებს. ორგანიზაციის მკვლევარებმა დაითვალეს რამდენი დაუჯდება ერთი წელს ტურისტს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებზე. როგორც ირკვევა, კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ ბარბადოსზე ტურიტს დღე-ღამეში 168 დოლარის დახარჯვა დასჭირდება. მეორე ადგილზე 156 დოლარით არაბეთის გაერთიანებული საემიროებია. მესამე ადგილი ბრიტანეთის სტატისტიკური ინფორმაციის ნაციონალური ინსტიტუტის კვლევაში ჩეხეთმა და ავსტრიამ გაიყვეს. ამ ქვეყნებში ყოფნა ტურისტს დღე-ღამეში 142 დოლარი დაუჯდება. მომდევნო ადგილზე 140 დოლარით შვეიცარიაა, რომელსაც 136 დოლარით ბელგია მოჰყვება. ამერიკაში და ლუქსემბურგში ტურისტები დღე-ღამეში 134 დოლარს დახარჯავენ. მეცხრე ადგილზე ნიდერლანდებია 125 დოლარით, ხოლო „ზაფხული 2015"-ის ტოპ-ათეულს 120 დოლარით ჰონგ-კონგი ასრულებს. რეიტინგის შედგენისას ბრიტანეთის სტატისტიკური ინფორმაციის ნაციონალური ინსტიტუტის ექსპერტებმა გაითვალისწინეს ისეთი კრიტერიუმები როგორიცაა სასტუმროში განთავსება და მიმდინარე ხარჯები. თუმცა, თავიანთი მეთოდოლოგიის შესახებ დეტალებს ONS-ის მკვლევარები არ ახმაურებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.