28 აგვისტოს ერგეტაში გრანდიოზული მარულა გაიმართება (ვიდეო)
18:00 / 18.08.2015
28 აგვისტოს, მარიამობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში გრანდიოზული მარულა გაიმართება. ცხენოსნები ერთმანეთს მარულაში, ყაბახსა და მოქნევაში შეეჯიბრებიან. შეჯიბრში მონაწილეობას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ცხენოსნები მიიღებენ. მარულასთან ერთად ერგეტაში ქართული ჭიდაობა გაიმართება, სანახაობა ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით წარიმართება.
ღონისძიების მხარდამჭერია: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ზუგდიდის მერია.
დღეს, გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფს შეხვდა და მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია მოისმინა.
მარულა ერგეტაში 28 აგვისტოს 17 საათზე დაიწყება, სადაც დასწრება თავისუფალია. გამარჯვებულები და უხუცესი ცხენოსნები შეჯიბრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები